magnifier
Language
  • ქართული
Currency

შპს ფეხსაცმლის ლაბორატორია არის ლიდერი კომპანია პირველი ხაზის სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე. ჩვენ 2016 წლიდან აქტიურად ვოპერირებთ ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ბაზარზე სპორტული ხაზის მიმართულებით. ჩვენი გუნდის ყოველი დღის შემადგენელი ნაწილი სამუშაო პროცესის ანალიზი და მომხმარებელთა უკუკავშირების განხილვაა. ამ ყველაფრის მიზანი კი მომსახურების სრულყოფისკენ სწრაფვაა.

კომპანიის მთავარ მისიას წარმოადგენს სპორტული ფეხსაცმლის მომხმარებლების სეგმენტის მაქსიმალურად ათვისება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასში შევთავაზოთ, როგორც პრემიუმ ხარისხის, ასევე ორიგინალი ფეხსაცმელი, მინიმალური საფასო პოლიტიკით და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურებით და პირობებით.

სოციალურ სივრცეში აქტიური კამპანიების დახმარებით, მაღაზია უკვე მოემსახურა 50 000-ზე მეტ მომხმარებელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განმეორებითი კლიენტების მაჩვენებელმა შეადგინა - 73%. ჩვენი საიდუმლო პროდუქციის ფართო ასორტიმენტში და ექსკლუზიურ კოლექციებშია. მომხმარებელს საშუალება ეძლევა ერთ სივრცეში, ყველაზე კონკურენტულ ფასად შეძლოს, ცნობილი ბრენდების ფეხსაცმლისა თუ ტანსაცმლის უახლესი მოდელების შეძენა.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ყველაფერი ხალხის გამოკითხვით და ანალიზით დაიწყო. გამოკითხვების შედეგად ბევრი პრობლემა გამოიკვეთა.

  1. მაღალი ფასები
  2. პროდუქციის ავთენტურობის პრობლემა
  3. არასანდო ინტერნეტ მაღაზიები
  4. ცუდი მომსახურება

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულ მომხმარებელთა დიდი ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი ადგილობრივი მაღაზიების მიმართ და უმეტესობა პროდუქციის უცხოური ინტერნეტ მაღაზიებიდან გამოწერის სერვისს მიმართავდა. დავისახეთ მიზანი, რომ ამ პრობლემებზე ადეკვატური პასუხი გაგვეცა. ჩვენი მხრიდან თავდაუზოგავმა მუშაობამ და წინსვლიკსენ სწრაფვამ უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი კომპანიის სწორ განვითარებაში. მუდმივი ტრენინგებით მომსახურების მიმართულებით, მინიმალური საფასო პოლიტიკით და მკაცრად კლასიფიცირებული პროდუქციით ჩვენ მოვიპოვეთ ხალხის დიდი სეგმენტის ნდობა და ბევრი უკვე დღეს ჩვენი ერთგული მომხმარებელია.

ჩვენი გუნდი

ელენე მეტრეველი
მარკეტინგის უფროსი
ელენე მეტრეველი
მარკეტინგის უფროსი
ელენე მეტრეველი
მარკეტინგის უფროსი
ელენე მეტრეველი
მარკეტინგის უფროსი
You have successfully subscribed!